06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
სირიაში მოსალოდნელი სარაკეტო იერიშის გამო, რუსეთი სრულ სამხედრო მზადყოფნას აცხადებს

სირიაში მოსალოდნელი სარაკეტო იერიშის გამო სრულ მზადყოფნაშია რუსეთის შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შენაერთები და დაზვერვა, - განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ვლადიმირ შამანოვის თქმით, მოსკოვს შეერთებული შტატების არმიისა და ნატო-ს წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს.

რუსეთის გენერალური შტაბის წარმომადგენლის განცხადებით კი, უწყება ყურადღებით ადევნებს თვალს ვითარებას სირიაში და ხმელთაშუა ზღვაში შეერთებული შტატების საბრძოლო ხომალდების გადაადგილებას. სამხედრო მაღალჩინოსანმა სირიაში ქიმიური თავდასხმის ამსახველი ვიდეო კადრებს ფაბრიკაცია უწოდა.

დღის ამბები