06 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
"მსგავსი შოკისმომგვრელი თავდასხმა პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს" - ტერეზა მეი სირიაში ქიმიურ იერიშზე საუბრობს

დიდ ბრიტანეთში სირიის საკითხს მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომაზე განიხილავენ.

მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრის მოწვევით დღეს შეიკრიბებიან, იმისთვის რომ დიდი ბრიტანეთის მხრიდან, სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებზე რეაგირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ.

ტერეზა მეის ბოლო განცხადებით, ყველა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ ქიმიურ თავდასხმაზე პასუხისმგებელი სირიის მთავრობაა.

"მსგავსი შოკისმომგვრელი თავდასხმა პასუხის გარეშე არ უნდა დარჩეს," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები