06 ოქტომბერი 2024,   04:40
ვრცლად
იულია სკრიპალი რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარს ეუბნება

იულია სკრიპალმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი უთხრა. ნოვიჩოკით მოწამლული რუსი აგენტის ქალიშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მას ეს დახმარება არ სჭირდება.

ამ დროისთვის მისი ადგილსამყოფელი უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდება.

იულია სკრიპალი აცხადებს, რომ მასზე სპეციალისტები ზრუნავენ და თავს კარგად გრძნობს. მამაზე საუბროსას კი განაცხადა, რომ ის კვლავ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

სკრიპალების მოწამვლის საქმეზე საერთაშორისო ორგანიზაციამ ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ სეციალური ანგარიში მოამზადა. ორგანიზაციის ექსპერტებმა სოლსბერიში სინჯებიც აიღეს და დაკსვნას ყველა წევრ ქვეყანას გაუგზავნიან.

ორგანიზაციის ყველა წევრ ქვეყანას საკუთარ დასკვნას გაუგზავნიან.

დღის ამბები