06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
ბრიტანეთი სირიაში ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ ზომების მისაღებად მზადაა

ლონდონი მზადაა სირიაში ქიმიური თავდასხმის საპასუხოდ ზომები მიიღოს.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ სირიის საკითხზე მოიწვია, მინისტრთა კაბინეტის წევრები ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ გადამწყვეტი ზომების მიღების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ.

გვიან ღამით სატელეფონო საუბარი შედგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მომზადებსა და მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მზადაა ქმედებებზე, პარლამენტის მხარდაჭერის გარეშე გადავიდეს.

დღის ამბები