06 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ასადის რეჟიმის სასტიკი ტაქტიკის გამო სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები საფრთხეში არიან - აშშ-ს თავდაცვის მდივანი 

ასადის რეჟიმის სასტიკი ტაქტიკის გამო სირიაში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცები საფრთხეში არიან - განცხადება ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ამერიკის კონგრესში კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

ჯეიმს მატისის თქმით, ამერიკის არმიის ქვედანაყოფების სირიაში ყოფნის მიზანი კვლავ „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვებაა, თუმცა პენტაგონი არ უნდა დაელოდოს როდის იქნება გამოყენებული ქიმიური იარაღი მათ წინააღმდეგ.

მისი განმარტებით, თავდასხმაზე საპასუხო ქმედებებზე ვაშინგტონში საბოლოო გადაწყვეტილებას მყარი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ მიიღებენ. 

დღის ამბები