06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
ძლიერი შტორმი ინდოეთში - ექსპერტები თაჯ-მაჰალისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობენ

ინდოელი ექსპერტები თაჯ-მაჰალისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობენ. მე-17 საუკუნეში აგებული მავზოლეუმი, ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანდა.

ძლიერმა ქარმა ნაწილობრივ ჩამოანგრია თაჯ-მაჰალის ორი მინარეთი, რომლებიც სამუზეუმო კომპლექსის კარიბჭეებზე მდებარეობდა.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაზიანებული მინარეთების რესტავრაცია უკვე დაიწყო. ტაჯ-მაჰალი ინდოეთის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა. მას წელიწადში 8 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს.

დღის ამბები