06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სირიის ქალაქ დუმაში, ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები იმუშავებენ

ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები სირიის ქალაქ დუმაში მუშაობას ხვალ დაიწყებენ. როგორც ცნობილია, სპეციალისტების ნაწილი უკვე ადგილზეა.

ჯგუფის ძირითადი ნაწილი კი ლიბანიდან სირიაში გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ხვალ ჩავა. ორგანიზაციამ ოფიციალურ დამასკოს მისიის უსაფრთხო მუშაობის პირობების შექმნის მოთხოვნით უკვე მიმართა.

რუსული მედიის ინფორმაციით კი, სირიის ქალაქ დუმაში სამხედრო პოლიციის დანაყოფები დავალებების შესრულებას შეუდგნენ.

დღის ამბები