06 ოქტომბერი 2024,   04:39
ვრცლად
შეზღუდული პოლიტიკური გარემო და კანონები - ევროკავშირი აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება

ევროკავშირი აზერბაიჯანში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება.

საგარეო ქმედებათა სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, ქვეყნის ხელისუფლებამ საერთაშორისო დამკვირვებლების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება გამოავლინეს და მათ თავისუფლად მუშაობის საშუალება ჰქონდათ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშის თანახმად, არჩევნები ჩატარდა შეზღუდულ პოლიტიკურ გარემოში და კანონებით, რომლებიც აფერხებს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებების უზრუნველყოფას - მათ შორის შეკრების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას.

დამკვირვებლები ასევე არჩევნების დღეს სერიოზული დარღვევის შესახებაც საუბრობენ. ბრიუსელი მოუწოდებს აზერბაიჯანის ხელისუფლებას გაითვალისწინოს ევროკავშირის რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით.

დღის ამბები