06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
გაეროში რუსეთის წარმომადგენელი აშშ-სა და რუსეთს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს

გაეროში რუსეთის წარმომადგენელი შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას არ გამორიცხავს.

ვასილი ნებენზიას განცხადებით, შექმნილ ვითარებაში მთავარი პრიორიტეტი სირიაში ომის დაწყების თავიდან აცილებაა და იმედი გამოთქვა რომ დიალოგს მოსკოვსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის შედეგი მოჰყვება.

სირიის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგი საგანგებო სხდომა დღეს გაიმართება. რუსეთის მიერ მოწვეული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების, ოფიციალური დამასკოს მიმართ შესაძლო ქმედებები იქნება.

დღის ამბები