06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
იტალია სირიაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობას არ მიიღებს

სირიაში დაგეგმილ სამხედრო ოპერაციაში იტალია მონაწილეობას არ მიიღებს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე ევროპული ქვეყნის ლიდერთან, მათ შორის ანგელა მერკელთან საუბრის დროს განაცხადა.

პაოლო ჯენტილონის თქმით, იტალია მოკავშირეებს მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხების მოგვარებაში დაეხმარება.

მედიის ინფორმაციით, სირიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების შემთხვევაში შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა იტალიის სამხედრო ბაზები გამოიყენონ.

დღის ამბები