06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
კონგრესში მაიკ პომპეოს სახელმწიფო მდივნის პოსტზე დამტკიცების პროცესი დაიწყო

კონგრესში სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის მაიკ პომპეოს დამტკიცების პროცესი დაიწყო.

თავდაპირველად მას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს, სადაც საკმაოდ მწვავე შეკითხვებზე მოუწია პასუხის გაცემა.

სადაო თემები კი დონალდ ტრამპთან მეგობრობა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა იყო, კერძოდ რუსეთთან, სირიასა და ირანთან დაკავშირებით. მას დამატებით შეკითხვებს მეორე მოსმენაზეც დაუსვამენ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მაიკ პომპეოს მოსმენა კი 5 საათს გაგრძელდა. დემოკრატმა სენატორმა ბობ მენენდეზმა ჰკითხა პომპეოს, შეძლებს თუ არა ის გარკვეულ საკითხებზე არ დაეთანხმოს პრეზიდენტს და უთხრას, რომ მისი შეხედულება არასწორია. სენატორმა სხდომის დამთავრების შემდეგ თქვა, რომ ამ შეკითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ მოუსმენია.

“სწორედ ეს მაინტერესებდა და გულწრფელად გითხრათ, ვერ მოვისმინე. მე არც ველოდები, რომ დირექტორი პომპეო საჯაროდ იტყვის, პრეზიდენტს ვეწინააღმდეგებიო, ეს გასაგებია, თუმცა ვერ ვიგრძენი, რომ ის პირადად ეტყვის პრეზიდენტს, როდესაც მას რამეზე არ დაეთანხმება”-განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ბობ მენენდეზიმ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს - ბობ კორკერს იმედი აქვს, რომ მაიკ პომპეოს საბოლოოდ ორივე პარტია მხარს დაუჭერს.

თუმცა მას დღეს არ უთქვამს, იქნება თუ არა ორპარტიული მხარდაჭერა მის კომიტეტში, ვიდრე კანდიდატურას სხდომაზე დასამტკიცებლად წარადგენენ.

„ვფიქრობ, თავი კარგად წარმოაჩინა და იმედი მაქვს, სწრაფად დაამტკიცებენ. მე არაერთი მოსმენა ჩამიტარებია და ხშირად ვხვდები, ვის რა პოზიცია აქვს. ვგრძნობ, რომ მაიკ პომპეოს ორპარტიული მხარდაჭერა ექნება,""-განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ბობ კორკერიმ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დემოკრატი წევრები საბოლოოდ არ შეთანხმებულან, დაუჭერს თუ არა ყველა მათგანი მხარს მაიკ პომპეოს. ისინი დამატებით შეკითხვებს მიაწვდიან სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილ კანდიდატს და პასუხებს დაელოდებიან.

დღის ამბები