06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ცნობილია ფილმები, რომლებიც ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად იბრძოლებენ

სამ კვირაში კანში რიგით 71 -ე კინოფესტივალი გაიხსნება. უკვე ცნობილია ის ფილმები, რომლებიც მთავარი პრიზის, ოქროს პალმის რტოს, მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

საკონკურსო სიაში 18 რეჟისორის ნამუშევარი მოხვდა, მათ შორის არიან სპაიკ ლის და ჟან-ლუკ გოდარის ფილმებიც.

კინოფესტივალის გახსნის ცერემონიაზე ნაჩვენები იქნება ორი ოსკარის მფლობელი ირანელი რეჟისორის ასგ-ჰარ ფარჰადის ფილმი "ყველამ იცის", რომელშიც მთავარ როლებს ესპანელი ვარსკვლავები ხავიერ ბარდემი და პენელოპა კრუსი ასრულებენ.

წელს კინოფესტივალს ბოიკოტი გამოუცხადა კომპანია "ნეტფლიქსმა" და არცერთი მისი ფილმი არ იქნება ნაჩვენები. გარდა ამისა, წითელ ხალიჩაზე სელფების გადაღებაც აიკრძალა.

კინოფესტივალი კანში 8 მაისს გაიხსნება.

დღის ამბები