06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა - თეთრი სახლი

სირიის ხელისუფლებამ ქალაქ დუმაში ქლორი და ზარინი გამოიყენა. 

ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. 

„აშშ დარწმუნებულია, რომ 2018 წლის 7 აპრილს სირიულმა რეჟიმმა ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, რასაც ათობით მამაკაცი, ქალი და ბავშვი ემსხვერპლა და ასეულობით ადამიანი დაშავდა.

"ინფორმაციის დიდი მოცულობა იმაზე მიუთითებს, რომ ქალაქ დუმას დაბომბვისას რეჟიმმა ქლორი გამოიყენა, ხოლო ინფორმაციის დამატებითი წყაროები ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ზარინის გამოყენებაზეც მიუთითებს,“ - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.  

დღეს, გამთენიისას, საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

ამავე თემაზე
დღის ამბები