06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
„სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული“ გამოსცადეს, შემდეგ - „ისლამური სახელმწიფო“, ახლა კი - „ჭკვიანი ამერიკული რაკეტები“ - რუსეთის ხელისუფლება

„სირიელ ხალხზე ჯერ „არაბული გაზაფხული“ გამოსცადეს, შემდეგ - „ისლამური სახელმწიფო“, ახლა კი - „ჭკვიანი ამერიკული რაკეტები“ - ამ განცხადებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა, სირიის რეჟიმის ობიექტებზე მიტანილ ავიაშეტევას გამოეხმაურა. 

"სუვერენული სახელმწიფოს დედაქალაქზე, რომელიც მრავალი წლის მანძილზე ტერორისტული აგრესიის პირობებში გადარჩენას ცდილობს, იერიშია მიტანილი. ამის უკან დგანან ისინი, ვისაც მსოფლიოში ზნეობრივ ლიდერობაზე აქვს პრეტენზია და საკუთარ განსაკუთრებულობაზე საუბრობს. ნამდვილად განსაკუთრებული უნდა იყო, რათა იმ მომენტში, როდესაც სირიას მშვიდობიანი მომავლის შანსი გაუჩნდა, მის დედაქალაქზე დარტყმა მიიტანო.

"თეთრი სახლი ამტკიცებს, რომ ქიმიურ შეტევას „მედიის, სიმპტომების შესახებ ინფორმაცია, ვიდეო და ფოტომასალა და სანდო ინფორმაცია“ ადასტურებს. ამის შემდეგ ამერიკულმა და სხვა დასავლურმა მედიამ მომხდარში საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს. 15 წლის წინ თეთრმა სახლმა სახელმწიფო მდივანი და სინჯარა გამოიყენა, ახლა სინჯარის ნაცვლად ვაშინგტონი მედიას იყენებს,“ - წერს ზახაროვა.

ამავე თემაზე
დღის ამბები