06 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელმძღვანელებს "დამნაშავეებს" უწოდებს

ირანის ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, სირიაში განხორციელებულ საერთაშორისო დარტყმას ეხმურება და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ხელმძღვანელებს "დამნაშავეებს" უწოდებს.

ამის შესახებ ის ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს. 

„დღეს დილით სირიაზე მიტანილი იერიში დანაშაულს წარმოადგენს. აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს. ისინი ამით სარგებელს ვერ ნახავენ, როგორც გასულ წლებში ვერ ნახეს ერაყში, სირიასა და ავღანეთში, სადაც ასეთივე დანაშაულს ჩადიოდნენ,“ - წერს აიათოლა ხამენეი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები