06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
დასახული მიზანი მიღწეულია - საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

„არ არსებობს პირველი ფაზა, არსებობს მხოლოდ ერთი ფაზა. დასახული მიზანი მიღწეულია," - ეს განცხადება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ივ ლე დრიანმა, ტელეარხ BFMTV-ს ეთერში განაცხადსა და დასძინა, რომ "სირიაზე დარტყმების მეორე ფაზა არ იქნება, ვინაიდან მიზანი მიღწეულია". 

მისივე თქმით, "კოალიციის სამიზნეებს ბაშარ ასადის რეჟიმის ქიმიური იარაღის მარაგები წარმოადგენდა“. 

ამასთან, ის აღნიშნავს, რომ, თუ წითელი ხაზები კვლავ იქნება გადაკვეთილი, არაა გამორიცხული, რომ ახალი ჩარევა გახდეს საჭირო.

„თუმცა, მე ვფიქრობ, რომ გაკვეთილი ათვისებულია,“ - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები