06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
რუსეთის ბრალდებები აშშ-ს - მოსკოვი ამტკიცებს რომ სირიაშ ქიმიური თავდასხმა აშშ-ს ინტერესებში შედიოდა

რუსეთი კვლავაც ამტკიცებს, რომ 7 აპრილს დუმაში მომხდარი ქიმიური თავდასხმა იყო გამიზნულად დადგმული პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა შეერთებული შტატების მხრიდან სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ შესაბამის მტკიცებულებებს ფლობენ და იმასაც ამბობენ, რომ პროვოკაცია დიდმა ბრიტანეთმა მოაწყო. განცხადება რუსეთის თავდაცვის უწყებაში გაკეთდა. სამხედრო მეთაურობაში აცხადებენ, რომ ლონდონმა ამ პროვოკაციის ორგანიზება ე.წ. თეთრი ჩაფხუტების წარმომადგენლებს დაავალა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დასავლეთის კოალიციის მიერ ჩატარებული სამხედრო ოპერაციაც შეაჯამა. მოსკოვში ამტკიცებენ, რომ კოალიციამ სირიის მიმართულებით 103 რაკეტა გაუშვა, აქედან 71 სირიის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ხელშეწყობით ჩამოაგდეს. 

დღის ამბები