06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
აქცია აშშ-ში - ათობით პაციფისტმა თეთრ სახლთან სირიაში ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტა

სირიაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციას შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. აქციები ვაშინგტონსა და ჩიკაგოში გაიმართა. ათობით პაციფისტმა თეთრ სახლთან მსვლელობა მოაწყო და დონალდ ტრამპს სამხედრო ოპერაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ჩიკაგოში შეკრებილმა დემონსტრანტებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტს და მის მოკავშირე ლიდერებს სამხედრო ქმედებების ნაცვლად, 7-წლიანი კონფლიქტის მოსაგვარებლად სამშვიდობო გეგმის მომზადებისკენ მოუწოდეს. აქციები მშვიდობიანად და ექსცესების გარეშე დასრულდა.

დღის ამბები