06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ავტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ-ცეცხლმა სიდნეის მახლობლად უნიკალური ტყე-პარკი უკვე გაანადგურა

ავტრალიაში ტყის ხანძარს ვერ აქრობენ. ხანძარმა სიდნეის მახლობლად უნიკალური ტყე-პარკი უკვე გაანადგურა და ქალაქის გარეუბანსაც მოედო. სტიქიის ზონაში 500-კაციანი სამაშველო ბრიგადა და ავიაციაა მობილიზებული, თუმცა, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით ვითარება ამ დრომდე უკონტროლია. ცეცხლის ჩაქრობას მაღალი ტემპერატურა და ქარი აფერხებს. ავსტრალიის პრემიერმა სიდნეიში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობა შესაძლო ევაკუაციის შესახებ გააფრთხილა. სტიქიის ზონაში საგამოძიებო ჯგუფიც გაიგზავნა, რომელმაც ხანძრის გაჩენის მიზეზი უნდა დაადგინოს. არ გამორიცხავენ, რომ საქმე დივერსიას ეხებოდეს.

დღის ამბები