06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
აშშ-ს ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა

შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედის, ბარბარა ბუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ჯორჯ ბუშის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 92 წლის ბარბარა ბუშმა სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა - მას ურჩევნია დრო კომფორტულ გარემოში, ოჯახთან ერთად გაატაროს.

განცხადებაში კონკრეტული დაავადება ნახსენები არ არის, თუმცა აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება მან რამდენიმე ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მიიღო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბარბარა ბუშს ფილტვების ქრონიკული დაავადება აქვს.

დღის ამბები