06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები მონტენეგროში - წინასწარი მონაცემებით მილო ჯუკანოვიჩი ლიდერობს

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნებში მილო ჯუკანოვიჩი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, მმართველი სოციალისტების დემოკრატიული პარტიის ლიდერს, რომელიც მოსახლეობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას სთავაზობდა, ამომრჩეველთა 53.8%-მა დაუჭირა მხარი.

მილო ჯუკანოვიჩი სხვადასხვა პერიოდში რამდენჯერმე იკავებდა მონტენეგროს პრეზიდენტისა და პრემიერ მინისტრის პოსტებს.

მისმა კონკურენტმა რუსეთთან დაახლოვების მომხრე, მლადენ ბოი-ანიჩმა ამომრჩეველთა 33.5%-ის მხარდაჭერა მიიღო.

დღის ამბები