06 ოქტომბერი 2024,   04:33
ვრცლად
აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა

92  წლის ასაკში შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი, ბარბარა ბუში გარდაიცვალა.

მას დიდი ხნის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ბოლო პერიოდში სამედიცინო დახმარებაზე უარი თქვა და დროის გატარება ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაწყვიტა.

დღეს საჯარო დაწესებულებებზე, სამხედრო ობიექტებზე, ასევე საზღვარგარეთ ამერიკის საელჩოებზე დროშები დაშვებული იქნება.

ბარბარა ბუშის გარდაცვალების გამო მწუხარება უკვე გამოთქვა დონალდ ტრამპმა.

 

დღის ამბები