06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და 7 დაშავებული - ავიაშემთხვევა პენსილვანიის შტატში

მსხვერპლი მოჰყვა ავიაშემთხვევას პენსილვანიის შტატში. თვითმფრინავი, სადაც 149 მგზავრი იმყოფებოდა ნიუ-იორკიდან დალასში მიფრინავდა.

ჰაერში მას ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რასაც ერთ-ერთი ძრავის აფეთქება მოჰყვა - სალონში დაირღვა ჰერმეტულობა, შედეგად დაიღუპა ერთი მგზავრი. დაშავდა სულ მცირე 7 ადამიანი. პილოტმა ავარიული დაჯდომა ფილადელფიაში განახორციელა.

გამოძიება ავარიის მიზეზის დადგენაზე მუშაობს. ექსპერტებმა თვითმფრინავის ნაწილები ფილადელფიის აეროპორტიდან ათეულობით კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინეს.

დღის ამბები