06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, ფეხბურთის ჩემპიონატს ბოიკოტი გამოუცხადოს

ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს რუსეთში ფეხბურთის ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ "რადიო თავისუფლება" ავრცელებს. წერილში, რომელსაც უკვე 46-მა პარლამენტარმა მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ სოლსბერიში მომხდარი თავდასხმა ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპული ღირებულებების დაცინვისა ბოლო შემთხვევა იყო.

"ჩვენ ვთანხმდებით, რომ სპორტს შეუძლია გადატანითი მნიშვნელობით ხიდების შენება, თუმცა იმ დროს როდესაც პუტინი სირიაში რეალურ ხიდებს აფეთქებს, ვერ მოვიტყუებთ თავს თითქოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი სხვა მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიების მსგავსია" - წერია განცხადებაში.

ჩემპიონატს უკვე გამოუცხადეს დიპლომატიური ბოიკოტი დიდმა ბრიტანეთმა და ისლანდიამ.

დღის ამბები