06 ოქტომბერი 2024,   04:35
ვრცლად
კუბაზე კასტროების მმართველობა სრულდება

კუბაზე კასტროების სამოცწლიანი მმართველობა დასასრულს უახლოვდება.

ქვეყნის მეთაურის, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მიგელ დიას-კანელიაა წარდგენილი.

57 წლის პოლიტიკოსი, რომელიც პოსტზე ერთადერთი კანდიდატია, კუბის პარლამენტმა უნდა დაამკიცოს. კენჭისყრის შედეგები დღეს გახდება ცნობილი. კუბის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ერთდროულად მთავრობის და თავდაცვის ეროვნული საბჭოს მეთაურია. ის ასევე ქვეყნის მთავარსარდალიცაა.

რაულ კასტრო კუბის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარედ დარჩება. მან კუბის ლიდერის პოსტი 2008 წელს, მისი ძმის, ფიდელ კასტროს გადადგომის შემდეგ დაიკავა.

დღის ამბები