06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება - დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს

დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების მხარდაჭერისთვის, დამატებითი სანქციების დაწესებას არ აპირებს. გავრცელებული ცნობით, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ რუსეთის საელჩოს ამის შესახებ ტელეფონით აცნობა.

თავად დონალდ ტრამპმაც იაპონიის პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთს სანქციებს მაშინ დაუწესებს, როდესაც ის ამას დაიმსახურებს. შეერთებული შტატების ლიდერმა ჩრდილო კორეელ კოლეგასთან მოსალოდნელ შეხვედრაზეც ილაპარაკა.

ტრამპის თქმით, ის კიმ ჩენ ინთან მოლაპარაკებას უახლოეს კვირებში გეგმავს, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება პროდუქტიული არ იქნება, ის შეხვედრას დატოვებს.

დღის ამბები