06 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
აქცია ერევანში - სერჟ სარქსიანი ოპოზიციას არასტაბილური გარემოს შექმნის მცდელობაში ადანაშაულებს

ერევანში საპროტესტო აქცია გვიან ღამემდე გაგრძელდა. დაუმორჩილებლობის მარში, რომელიც სომხეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობდა, რესპუბლიკის მოედანზე დასრულდა.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის წევრმა ნიკოლ პაშინიანმა, მომხრეებს დილიდან დემონსტრაციის განახლებისკენ და ერევნის ქუჩების სრული ბლოკირებისკენ მოუწოდა.

სერჟ სარქისიანი კი განვითარებულ მოვლენებს რამდენიმე ათეული ადამიანის მხრიდან ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნის მცდელობას უკავშირებს.

„სომხეთში უკმაყოფილების გამოხატვისთვის დაბრკოლება არ არსებობს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსგავს აქციებს ძალადობრივი ხასიათი აქვს.

თქვენ ნახეთ, რომ ჩვენმა სამართალდამცველებმა თავშეკავება გამოიჩინეს.მე არ მინდა რომ ისინი იძულებული გახდნენ ძალა გამოიყენონ. მაგრამ ქვეყანაში არ შეიძლება იყოს ისეთი განწყობა, თითქოს ყველაფერი დასაშვებია. 

თუ რამდენიმე ათეული ან ასეული ადამიანი გადადის მშვიდობიანი აქციის წესებით გათვალისწინებულ ზღვარს, და არღვევს სხვის უფლებებს , ჩნდება კითხვა, რატომ უნდა ეშინოდეთ მშობლებს ბავშვების სკოლაში გაშვების მხოლოდ იმის გამო რომ ვიღაცას ქვეყანაში არასტაბილური ვითარების შექმნა უნდათ,“-აცხადებს სერჟ სარქსიანი.

დღის ამბები