06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ბაშარ ალ ასადიმ საფრანგეთს საპატიო ლეგიონერის მედალი დაუბრუნა

ბაშარ ალ ასადიმ საფრანგეთს საპატიო ლეგიონერის მედალი დაუბრუნა.

სირიის ლიდერის განცხადებით, ის ვერ იქნება იმ ქვეყნის ჯილდოს მატარებელი, რომელიც ამერიკელებს ემონება.

ბაშარ ალ ასადის ნაბიჯს წინ უძღვოდა ოფიციალური პარიზის გადაწყვეტილება.

საფრანგეთის ხელისუფლებამ სირიის ქალაქ დოუმაში მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ასადისთვის ლეგიონერის ტიტულის ჩამორთვევის პროცედურა დაიწყო.

სირიის ლიდერს საპატიო მედალი 2001 წელს საფრანგეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა გადასცა.

 

დღის ამბები