06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
დონალდ ტრამპის ახალმა მრჩეველმა თეთრ სახლში რუსეთის ელჩი მიიღო

შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობის საკითხი თეთრ სახლში განიხილეს, სადაც უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის ახალმა მრჩეველმა რუსეთის ელჩი მიიღო.

გავრცელებული ცნობით, ჯონ ბოლტონმა ანატოლი ანტონოვთან საუბრისას აღნიშნა, რომ ურთიერთობის გაუმჯობესება როგორც ამერიკის, ასევე რუსეთის ინტერესია. მისი შეფასებით, საამისოდ საჭიროა ვაშინგტონისთვის აღარ არსებობდეს შეშფოთების საბაბი ისეთ საკითხებზე, როგორიც არჩევნებში ჩარევა, ქიმიური იარაღის გამოყენება და მეზობელ ქვეყნებში რუსეთის აგრესიული ქმედებებია.

გაეროში ამერიკის ყოფილი ელჩი ჯონ ბოლტონი დონალდ ტრამპმა მრჩევლად მარტში დანიშნა. ამ პოსტზე მან გენერალი მაკმასტერი შეცვალა.

დღის ამბები