06 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
თავდასხმა ტენესის შტატში - პოლიცია 4 ადამიანი მკვლელობაში ეჭვმიტანილ 29 წლის მამაკაცს ეძებს

ტენესის შტატის პოლიცია ამ დრომდე ეძებს მამაკაცს, რომელმაც ქალაქ ნეშვილში 4 ადამიანი მოკლა. 29 წლის ტრევის რაინ-კინგი, ადგილობრივ რესტორანში გვიან ღამით შეიჭრა და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა.

დაშავდა 3 ადამიანი. თვითმხილველთა ინფორმაციით, მისი განიარაღება რესტორნის ერთ-ერთმა სტუმარმა შეძლო. თავდამსხმელმა დანაშაულის ადგილის დატოვა, თუმცა მანამდე ის გაშიშვლდა.

სამართალდამცველების არ გამორიცხავენ , რომ თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდეს. მომხდარის მოტივი უცნობია.

დღის ამბები