06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
პუტინი დასავლური ქვეყნების შიდა საქმეებში დემოკრატიის დასასუსტებლად ერევა - მაკრონი

ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობისას სიმტკიცის გამოვლინების აუცილებლობაზე საუბრობს.

ტელეკომპანია "FOX NEWS" ინტერვიუში, საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, დასავლურ დემოკრატიაში ჩარევის აკვიატებული აზრი აქვს და ნებისმიერი ქვეყნის სისუსტეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენებს.

მაკრონმა პუტინს ძლიერ პრეზიდენტს უწოდა და თქვა, რომ პროპაგანდის გამოყენებით ის სხვადასხვა ქვეყნების შიდა საქმეებში დემოკრატიის დასუსტების მიზნით ერევა, რადგან თვლის, რომ ეს მისი ქვეყნისთვის კარგია.

დღის ამბები