06 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ტერაქტი პარიზში - სალეჰ აბდესლამს ბრიუსელის სასამართლო დღეს განაჩენს გამოუტანს

ბრიუსელის სასამართლო დღეს პარიზის ტერაქტების ორგანიზატორს, სალეჰ აბდესლამს განაჩენს გამოუტანს.

28 წლის მამაკაცს ბრალად ტერორისტული დაჯგუფების წევრობა ედება.  

2015 წელს პარიზში განხორციელებულ თავდასხმას 130 ადამიანი ემსხვერპლა.

აბდესლამი 2016 წელს, სპეცოპერაციის შედეგად, ბრიუსელში დააკავეს. მან სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად დაიჭრა 3 პოლიციელი.

აბდესლამის ადვოკატის განცხადებით, სასამართლო სხდომა ბრალდებულის გარეშე ჩაივლის. ეჭვმიტანილი ამჟამად პარიზის ციხეში იმყოფება.

დღის ამბები