06 ოქტომბერი 2024,   04:37
ვრცლად
პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორს, სალაჰ აბდესლამს 20-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორს, სალაჰ აბდესლამს 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრიუსელის სასამართლომ ის დღეს სამართალდამცველებზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო.

აბდესლამმა ბელგიელ პოლიციელებს ცეცხლი დაკავების ოპერაციის დროს გაუხსნა. მასთან ერთად 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მის თანამზრახველს, ტუნისელ სუფენ აიარისაც.

28 წლის სალაჰ აბდესლამი ერთადერთი ეჭვმიტანილია, რომელიც 2015 წლის ნოემბერში პარიზში მოწყობილ ტერაქტებს ცოცხალი გადაურჩა.

ბრალდებული ბრიუსელში ვერდიქტის გამოცხადებას არ დასწრებია. აბდესლამი პარიზის ციხეში იმყოფება და უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე იქ წარდგება.

ამავე თემაზე
დღის ამბები