06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
"დროა ახალი სომხეთი შევქმნათ" - სომხეთის პრეზიდენტი

ახალი სომხეთის შექმნის დრო დადგა - ამის შესახებ განცხადება, სომხეთის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვის დროს გააკეთა.
არმენ სარქსიანის თქმით, სახალხო მღელვარებამდე ქვეყანა უიმედობამ და სოციალურმა პრობლემებმა მიიყვანა.

მისი განმარტებით, სერჟ სარგისიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომით, გამორიცხა ძალადობრივი დაპირისპირება მხარეებს შორის, რასაც შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყოლოდა.

„პრემიერ-მინისტრის სერჟ სარგსიანმა საკუთარი გონივრული გადაწყვეტილებით, არა მხოლოდ გამორიცხა რაიმე შეტაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები შეიძლება მოჰყოლოდა, არამედ გახსნა კარი, იმისთვის რომ საზოგადოებამ არსებული ვითარებიდან გამოვიდეს. საპროტესტო აქციების დროს გამოჩნდა, რომ საზოგადოებაში დაგროვდა ენერგია, რაც ქვეყნის შენებასა და უკეთესი მომავლის შექმნაზე უნდა მივმართოთ. მე მეუბნებოდნენ, რომ ქვეყანაში ბევრი პრობლემაა. უიმედობამ და სოციალური პრობლემებმა სახალხო მოძრაობის დაწყებამდე მიგვიყვანა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მომენტია - დროა ახალი სომხეთი შევქმნათ,“- განაცხადა არმენ სარქისიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები