06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისთვის მზადაა 

დიდი შვიდეული რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებისთვის მზადაა. 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შესაძლო შეზღუდვები კრემლის ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები პირდაპირაა დაკავშირებული კრემლის მიერ “მინსკის შეთანხმების“ შესრულებაზე - ნათქვამია 7 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ შემუშავებულ ერთობლივ კომუნიკეში.

დიდი შვიდეული წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა მოსკოვი ასევე სხვადასხვა ქვეყნებში დემოკრატიულ პროცესებში ჩარევისთვისაც გააკრიტიკეს.

დღის ამბები