06 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
სომხეთის ოპოზიცია ხალხს ისევ ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს - მოლაპარაკებები მოქმედმა ხელისუფლებამ გადადო

სომხეთის ოპოზიცია მომხრეებს დღეს დილიდან ერევანში რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ნიკოლ პაშინიანმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე უარი თქვა.

პარტია "სამოქალაქო შეთანხმების" ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველი "რესპუბლიკური პარტია" ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მოსახლეობას მოუწოდა გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.

„პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, პარლამენტის სპიკერსა და რესპუბლიკური ფრაქციის ხელმძღვანელს მოლაპარაკებების გამართვა სამი სამზე ფორმატში შევთავაზეთ. შეხვედრა ჟურნალისტების თანდასწრებით და ჩვენი მოთხოვნების გარშემო უნდა წარმართულიყო, თუმცა, მოვლენების განვითარება გვაფიქრებინებს, რომ სერჟ სარგსიანის გადადგომა რესპუბლიკურმა პარტიამ შესაძლოა ძალაუფლება შენარჩუნებისთვის გამოიყენოს. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ხალხმა გაიმარჯვა და ეს გამარჯვება ცვლილებებით უნდა გავამყაროთ. მოსახლეობას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოვუწოდებთ. ჩვენ კიდევ ერთი კვირა გვჭირდება საბოლოო გამარჯვებისთვის“- აცხადებს ნიკოლ პაშინიანი ვიდეო მიმართვაში.

დღის ამბები