06 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ტრამპი და მაკრონი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების ინიციატივით გამოდიან

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ახალი შეთანხმების ინიციატივით გამოდიან. განცხადებები ამის შესახებ შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა თეთრ სახლში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

ლიდერების შეფასებით, ახალმა ხელშეკრულებამ 2015 წელს მიღწეული შეთანხმება უნდა გააძლიეროს.

დონალდ ტრამპი არაერთხელ დაიმუქრა, რომ ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციებზე დაწესებულ მორატორიუმს 12 მაისის შემდეგ აღარ გააგრძელებს. ამ საკითხზე კომპრომისის მიღწევას შეერთებული შტატების ლიდერთან ანგელა მერკელიც შეეცდება, რომელიც ვაშინგტონში ორ დღეში ჩავა.

დღის ამბები