06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
Time-ის მიერ გამოვლენილი ყველაზე გავლენიანი ადამიანების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ნიუ-იორკში ჟურნალ "Time-ის" მიერ გამოვლენილი ყველაზე გავლენიანი ადამიანების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. სტუმრებს, რომელთა შორისაც ნიკოლ კიდმანი, ჯენიფერ ლოპესი და შოუ-ბიზნესის სხვა ვარსკვლავები იყვნენ, გრანდიოზულ წვეულებაზე უმასპინძლეს.

ჟურნალი Time, ტრადიციულად, იმ ადამიანებს აჯილდოებს, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს ცვლილებების მოსახდენად იყენებენ.

100 კაციან სიაში წელს პრინცი ჰარი, დონალდ ტრამპი და ის ამერიკელი ჟურნალისტებიც მოხვდნენ, რომლებმაც ჰოლივუდის სექსუალური სკანდალის შესახებ პირველებმა დაწერეს.

დღის ამბები