06 ოქტომბერი 2024,   04:34
ვრცლად
ტრამპმა მაკრონების პატივსაცემად თეთრ სახლში გრანდიოზული ვახშამი გამართა

დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად თეთრ სახლში გრანდიოზული ვახშამი გამართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ რუპერტ მერდოკი, ჰენრი კისინჯერი, ცნობილი სპორტსმენები და ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

დარბაზიც და სუფრაც მელანია ტრამპის დიზაინით გააფორმეს. სტუმრებს ამერიკული კერძებით გაუმასპინძლდნენ, რომლებსაც ფრანგული სამზარეულოს გავლენა ეტყობოდა.

პრეზიდენტებმა სადღეგრძელოებიც შესვეს და საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობას გაუსვეს ხაზი.

სადილზეც და შეხვედრების დროსაც მედიის ყურადღების ცენტრში მელანია ტრამპი და მისი გარდერობი იყო. თუმცა არანაკლები ყურადღება მიიქციეს თავად პრეზიდენტებმაც.

დონალდ ტრამპიც და ემანუელ მაკრონიც ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილი ჩანდნენ და შეხვედრების დროს ორივეს ემოცია ტელეკამერების ობიექტივში არაერთხელ მოხვდა.

დღის ამბები