06 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ერევანში პროტესტს უმსხვილესი პარტია „აყვავებული სომხეთი“ შეუერთდა, აქციებს მხარდაჭერა სომხეთს სპორტის მინისტრმაც გამოუცხადა

ერევანში მიმდინარე სახალხო პროტესტს სომხეთის უმსხვილესი ოპოზიცური პარტია „აყვავებული სომხეთი“ შეუერთდა. პარტიის ლიდერმა, ჰაიკ ცარუკიანმა მხარდამჭერებს მობილიზებისა და ქუჩაში გამოსული ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთს სპორტის მინისტრმა, რომელმაც პოსტი დატოვა და დემონსტრანტებს შეუერთდა. აქციაზე სტუდენტებიც მივიდნენ. დღეს დილიდან  სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლა შეწყვეტილია.

ერევნის რესპუბლიკის მოედანზე 19:00 საათზე ოპოზიცის მასშტაბური აქციაა დაგეგმილი, სადაც ლიდერები სამომავლო გეგმებზე ილაპარაკებენ.

ამ დროისთვის ერევანში მოძრაობა გადაკეტილია. ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი აქციის მონაწილეებს ბლოკირებული აქვთ. ისინი მსვლელობით გადაადგილდებიან.  აქციის მონაწილეები ხელისუფლებიდან მმართველი რესპუბლიკური პარტიის წასვლას მოითხოვენ.

ერევანში ოპოზიციამ მომხრეებს რესპუბლიკის მოედანზე შეკრებისკენ დღეს დილით მოუწოდა. ნიკოლ ფაშინიანმა Facebook გვერდზე ვიდეომიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოპოზიციის ლიდერებთან უკვე შეთანხმებულ შეხვედრაზე უარი თქვა.

პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ხელმძღვანელის განცხადებით, მმართველი „რესპუბლიკური პარტია“ ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს და მოსახლეობას მოუწოდა, გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლონ.

ამავე თემაზე
დღის ამბები