06 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
პროტესტი თბილისის 139-ე საჯარო სკოლაში - 24 მოსწავლე სასწავლო პროცესს არ ესწრება

თბილისის 139-ე საჯარო სკოლის 24 მოსწავლე უკვე მეორე დღეა სასწავლო პროცესს არ ესწრება.

სკოლაში მათ გაშვებაზე უარს, მშობლები აცხადებენ იქამდე.

მათი განცხადებით, ბავშვები სკოლაში იქამდე არ წავლენ,  ვიდრე არ დაკმაყოფილდება მოთხოვნა - მეორე კლასის დამრიგებლის, ნინო ხოხობაშვილის სკოლაში დაბრუნების შესახებ.

მასწავლებლებსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირება 139-ე სკოლაში უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.

პედაგოგები სკოლის დირექტორს ნათია ფხალაძეს პედაგოგების სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებაში, შეურაცხყოფასა და სკოლაში დიქტატორული რეჟიმის დამყარების მცდელობაში ადანაშაულებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები