06 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
მაკრონი აშშ-სა და ევროპას გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს

ემანუელ მაკრონი შეერთებულ შტატებსა და ევროპას გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლისკენ მოუწოდებს.

ამერიკის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, საფრანგეთის პრეზიდენტმა შტატებს მოუწოდა უარი თქვას ნაციონალიზმზე და ტერორიზმის საფრთხის წინაშე თანამშრომლობის იდეალების ერთგული დარჩეს.

ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ დონალდ ტრამპის მიერ გაჟღერებული მუქარის ფონზე, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია ოფიციალურ თეირანს ბირთვული იარაღის მიღების საშუალება მიეცეს.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტზე უარის თქმა მანამდე არ შეიძლება, სანამ ქვეყნები უკეთეს შეთანხმებას არ მიაღწევენ.

დღის ამბები