06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ისტორიული შეხვედრა - კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეაში ჩავა

ისტორიული შეხვედრა ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის ხვალ გაიმართება.

კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერი იქნება, რომელიც ბოლო 65 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ჩავა.

ორი ქვეყნის ლიდერი საპატიო ყარაულის თანხლებით, საზღვრისპირა სოფელში გადავლენ, სადაც მათ შორის მოლაპარაკებები დაიწყება.

მხარეები ქვეყნებს შორის არსებული სამშვიდობო შეთანხმების განახლების შესაძლებლობებს განიხილავენ, რის შემდეგაც ერთობლივ განცხადებასაც გააკეთებენ.

დღის ამბები