06 ოქტომბერი 2024,   04:38
ვრცლად
რუსეთი სოლსბერის მსგავს თავდასხმას შესაძლოა, აშშ-ის ტერიტორიაზეც გეგმავდა - CNN

რუსეთი სოლსბერის მსგავს თავდასხმას შესაძლოა, შეერთებული შტატების ტერიტორიაზეც გეგმავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გავრცელებული ცნობით, ამერიკიდან გაძევებულ 60 რუს დიპლომატს შორის, სავარაუდოდ, სპეცსამსახურის აგენტებიც იყვნენ, რომლებიც რუსეთიდან გაქცეულ მოქალაქეებს უთვალთვალებდნენ, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დაცვის ქვეშ მყოფ პირებს.

წყაროს მტკიცებით, ამის გამო შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურს გაუჩნდა ეჭვი, რომ რუსეთი თავდასხმას გეგმავდა იმ ემიგრანტებზე, რომლებიც კრემლს მოღალატეებად მიაჩნია.

დღის ამბები