06 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ერევანში პროტესტი არ წყდება - დემონსტრანტები მსვლელობის მოსაწყობად იკრიბებიან

სომხეთის დედაქალაქში პროტესტი არ წყდება. ერევნის სხვადასხვა ქუჩაზე დემონსტრანტები მსვლელობის მოსაწყობად იკრიბებიან. ისინი კვლავ ქუჩების, ხიდებისა და გზების ბლოკირებას აპირებენ.

ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი ე.წ. ლამბადას ხიდზე იმყოფება, საიდანაც მსვლელობას გაუძღვება. რის შემდეგაც ყველა დემონსტრანტი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბება, სადაც საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 19:00 საათზე დაიწყება.

დემონსტრანტები აცხადებენ, რომ რესპუბლიკური პარტიის მმართველობის გაგრძელებას არ დაუშვებენ.

გუშინ სომხეთის პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ, საკუთარი ლიდერი, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. ფრაქცია „ელქ“-სა და მასთან მიბმულ ბლოკ „ცარუკიანს“ ამ დროისთვის პარლამენტში 40 მანდატი აქვს, პრემიერის ასარჩევად კი 53 დეპუტატის ხმაა საჭირო.

დღის ამბები