06 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
მაკრონი ვარაუდობს, რომ აშშ ირანსა და დასავლეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას დაარღვევს

საფრანგეთის ლიდერი ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპი ირანსა და დასავლეთს შორის გაფორმებულ შეთანხმებას დატოვებს და ირანის წინააღმდეგ სანქციებს განაახლებს. 

ემანუელ მაკრონმა ამის შესახებ ვაშინგტონში შეხვედრების დასრულების შემდეგ გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან გამომდინარე, ამერიკული მხარე შეთანხმებიდან გასვლას მაისში აპირებს. ემანუელ მაკრონი ვაშინგტონში სამი დღე იმყოფებოდა.

ის შეხვდა უნივერსიტეტის სტუდენტებს, მანამდე კი კონგრესის ორივე პალატას სიტყვით ინგლისურ ენაზე მიმართა და გლობალურ პრობლემებსა და საფრთხეებზე ილაპარაკა.

დღის ამბები