08 სექტემბერი 2024,   03:20
ვრცლად
მურთაზ ზოდელავა მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს

მურთაზ ზოდელავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. ყოფილ მთავარ პროკურორს ტელე "იმედის" საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.

უწყება მურთაზ ზოდელავას ოჯახს დღეს ჩააბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ის პროკურატურაში მივა. ყოფილი მთავარი პროკურორი საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას სამეგრელოში საკუთარ საქმიანობას უკავშირებს. 

„დაბარებული ვარ პროკურატურაში და  როგორც ჩანს ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ საკითხებზე და იმ თემებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ სამეგრელოდან. სამეგრელოში არის ტოტალური კორუფცია, ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და ამის პასუხი არის პროკურატურაში დაბარება.

სამეგრელოში არის კლანური მმართველობა. ივანიშვილის მიერ ხელდასმული რამდენიმე კლანი ტოტალურ ტერორში ამყოფებს მოსახლეობას. ისინი არიან ბიუჯეტის ქურდები და ჩვენ ვახდენთ ამის დემონსტრირებას,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

შეგახსნებე, რომ ტელე "იმედის" საქმეზე გუშინ პროკურატურამ დაუსწრებლად წარუდგინა ბრალი სოდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ერეკლე კოდუას. 

 

დღის ამბები