06 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
აშშ-ს სენატმა მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნად დაამტკიცა

ბრიუსელში ნატოს მინისტერიალს ამერიკის ახალი სახელმწიფო მდივანი დაესწრება.

შეერთებული შტატების სენატმა მაიკ პომპეო ამ თანამდებობაზე 57 ხმით დაამტკიცა.

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორის წინააღმდეგი 42 სენატორი იყო. მაიკ პომპეო რუსეთის კრიტიკით გამოიჩევა და ყოველთვის მოსკოვის მიმართ ""რბილი პოლიტიკის გატარების"" წინააღმდეგ გამოდიოდა.

რიგით 70-ე სახელმწიფო მდივნის დამტკიცებას უკვე გამოეხმაურა დონალდ ტრამპი. პრეზიდენტის განცხადებით უწყებას ნიჭიერი ადამიანი და ნამდვილი პატრიოტი გაუძღვება. თეთრი სახლის პრეს -სამსახურმა კი მაიკ პომპეოსა და კიმ-ჩენ ინს შორის, ფხენიანში გამართულ საიდუმლო შეხვედრის ფოტოები გაავრცელა.

დღის ამბები