06 ოქტომბერი 2024,   04:36
ვრცლად
ახალი ისტორიის დასაწყისი - ჩრდილო და სამხრეთ კორეის პრეზიდენტების შეხვედრა 

ახალი ისტორიის დასაწყისი - ასე შეაფასა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან შეხვედრა.

ისტორიული სამიტის ფარგლებში, რომელიც ფხან-მუნ-ჯომ-ის დემილიტარიზებულ ზონაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს, კიმ ჩენ ინი და მუნ ჯე ინი ერთმანეთს სადემარკაციო ხაზთან შეხვდნენ.

ლიდერების ხელის ჩამორთმევა 30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. მათ შორის მოკლე დიალოგიც გაიმართა, რის შემდეგაც სამხრეთ კორეის ლიდერი ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზეც გადავიდა. ოფიციალური სეულის ინფორმაციით, ეს ქმედება დაგეგმილი არ ყოფილა.

მისალმების შემდეგ მათ სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ე.წ. "მშვიდობის სახლში" გადაინაცვლეს.

ამჟამად შეხვედრაზე შესვენებაა გამოცხადებული. რამდენიმე საათის განმავლობაში ორი ქვეყნის დელეგაციის წევრები კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და ბირთვული განიარაღების საკითხებზე იმსჯელებენ.

დღის ამბები