06 ოქტომბერი 2024,   04:26
ვრცლად
ისრაელში წყალდიდობას 9 მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

წყალდიდობას ისრაელში 9 მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა ნეგევის უდაბნოში, მკვდარი ზღვის მახლობლად მოხდა. 25 კაცისგან შემდგარი ტურისტული ჯგუფი, დამშრალი მდინარის კალაპოტში გადაადგილდებოდა, როდესაც მოვარდნილმა წყალმა მოზარდების ნაწილი გაიტაცა.

დაშავებულები ახლომდებარე ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველები ამ დრომდე ერთ დაკარგულს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა. სამძებრო სამუშაოებში ავიაციაც მონაწილეობს.

დღის ამბები